საქართველოს ნაკრების მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო (IYNT 2024) და ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო (IYPT 2024) ტურნირებზე.

საქართველოს ნაკრების მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო (IYNT 2024) და ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო (IYPT 2024) ტურნირებზე. 

ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო ტურნირი (IYNT 2024) ქალაქ ბათუმში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტური პირველი ადგილი მოიპოვა.

გუნდის შემადგენლობა: ალექსანდრე გვარამია (კაპიტანი) და ლილე ჭელიძე-ვეკუას სკოლა. თამარ ჯინჭარაძე, მარიამ ბექაური, კონსტანტინე ჩუბინიძე და ნიკოლოზ ტყებუჩავა-კომაროვის სკოლა.

ტურნირი გუნდური შეჯიბრია და გუნდის

თითოეულმა წევრმა ოქროს მედალი მოიპოვა.

გუნდის ლიდერები: ნინა რამიშვილი, დავით მოდებაძე, გიორგი ბახტაძე, ლაზარე ოსმანოვი, დეა ნოზაძე.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო ტურნირში (IYPT 2024), საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: ქეთევან გოგიშვილი(კაპიტანი), მარიამ ცქიტიშვილი და ნიკოლოზ გოცაძე-კომაროვის სკოლა, მარიამ ლომინაშვილი და ლუკა ჩახნაშვილი -ვეკუას სკოლა.

ტურნირი გუნდური შეჯიბრია და გუნდის თითოეულმა წევრმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდის ლიდერები: ნიკოლოზ ნიკურაძე, ბექა ბზეკალავა, გიორგი ბახტაძე, ლაზარე ოსმანოვი, გიორგი ხომერიკი, ზურაბ უგულავა.

ტურნირში 38 სახელმწიფოს 350-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობდა.

ტურნირებში საქართველოს შერჩეული ნაკრების მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დააფინანსა.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, პროექტის ხელმძღვანელებს, მშობლებს, გულშემატკივრებს და თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ